ისტორიის კლუბი ,,ბაგრატიონი"

მასალები გამოქვეყნებულია სოციალურ ქსელში კლუბის გვერდზე

ისტორიის მოყვარულთა კლუბი ,,ბაგრატიონი"

კლუბში გაწევრიანების ლინკი


   ისტორიის მოყვარულთა კლუბი ,,ბაგრატიონის“

                                                   სამოქმედო გეგმა

2016 წ. 21. X      1.კლუბის მიზნებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა
                           
                            2.მოსწავლეებთან თანამშრომლობით კლუბის სამუშაო გეგმის შედგენა

                            3.ისტორიის მოყვარულთა კლუბის  ,,ბაგრატიონი“  ლიდერის  არჩევნები

2016 წ. 16. XI    ,,პროექტის ,,ძველი აღმოსავლეთის კულტურა “ პრეზენტაცია

                             / ე.გუბელაძე; ნ.კალანდაძე /

2017 წ. 8. II             დისკუსია   ,,დავით აღმაშენებელი და მე“


2017 წ.   25 . II         პრეზენტაცია        ,, ჩვენ გვახსოვს  25  თებერვალი “


2017 წ. 03 . Ш           პრეზენტაცია   ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან “


2017 წ.  13.IV    ლექცია თემაზე  ,,ძველი აღმოსავლეთის კულტურა“

   პრეზენტატორი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის  სტუდენტი  კახა  ასათიანი

2017 . 19. 04    პრეზენტაცია  ,,მარგარეტ ტეტჩერი“ –– –პრეზენტატორი IX კლასის მოსწავლეები   დავით ავალიანი და გივი ხურციძე   

პრეზენტაცია   ,,უინსტონ ჩერჩილი“ –პრეზენტატორი IX კლასის მოსწავლე  გიგი გიორგაძე

2017 . X – VI           ბუკლეტების გამოშვება

2017 წ.    VI               კლუბის მუშაობის შეჯამება



ისტორიის  კლუბის  დებულება
საქართველო
                                                              სსიპ ქუთაისის N15 საჯარო სკოლა
                                                    ისტორიის კლუბი ,,ბაგრატიონი“
თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს  ისტორიის კლუბის ,,ბაგრატიონი“მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე  კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.

მუხლი 2. ისტორიის კლუბის  მიზნები და ამოცანები
ისტორიის კლუბის მიზნებია
1.      კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
2.      მზადება ოლიმპიადისთვის
3.      მოზარდებში პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
4.      მოსწავლეთათვის 21–ე საუკუნის  უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
5.       განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა
მუხლი 3.  ისტორიის  კლუბის  ფუნქციები:
1.      ისტორიის სწავლების გაუმჯობესება
2.       მოსწავლეების დაინტერესება საგნის სიღრმისეული შესწავლით ესგ–ს შესაბამისად
3.      მზადება ოლიპმიადებისათვის
4.      დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და  მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
5.      ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
6.      ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
7.      დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

მშობლიური ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში  მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი უნარები:
  1. სივრცეში ორიენტირება
  2. ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
  3. კომუნიკაცია
  4. სწავლის უნარი
  5. კვლევა
  6. შემოქმედებითი უნარი
  7. ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
  8. თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
  9. პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა

მოვალეობაა:
ა) განსჯა;
ბ) რჩევა;
გ) განხილვა
დ) დამტიკცება

მუხლი 4     ისტორიის   კლუბის მოღვაწეობის პრინციპები
ისტორიის კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას,  კოლეგიალურობას.
სამოქალაქო კლუბი იმუშავებს 2  ძირითადი მიმართულებით:
1.საგანმანათლებლო ჯგუფი
2.საინფორმაციო ჯგუფი
თითოეულ ჯგუფი კლუბის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე შეადგენს სამოქმედო გეგმას და განახორციელებს რიგ აქტივობებს.
საგანმანათებლო ჯგუფის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს, ტრენინგ-სემინარებს, თანატოლთა განათლების აქციებს, სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო საკითხებზე.
საინფორმაციო ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება. კლუბის წევრები ინფორმაციას მოიპოვებენ და გაცვლიან ონლაინ რეჟიმში. ისტორიის კლუბის ბაზაზე დაფუძნდება საინფორმაციო ცენტრი, რომლის  მიზანი იქნება მოსწავლეთა განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა საინფორმაციო მხარდაჭერის გზით.
მუხლი 5.  ისტორიის  კლუბის წევრი
 ისტორიის  კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და ისტორიის კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს სამოქალაქო კლუბის წევრობის ანკეტას.
 ისტორიის კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
ისტორიის   კლუბის წევრს უფლება აქვს:
)            მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
)            შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
)            მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან  და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
)           ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;

სამოქალაქო კლუბის  წევრი მოვალეა:
)  დაიცვას კლუბის დებულება და  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
)  გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
)  აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისტორიის კლუბის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.

მუხლი 6    ისტორიის   კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან  და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს  კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;
ე) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ვ) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
ზ) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
თ) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
ი)  ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვვში

თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს სამოქალაქო კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
1.       კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.

2.       კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.

3.       კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და  გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.

4.       ისტორიის კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.

 სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი
ა)  ისტორიის  კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის სასწავლო სემესტრს;
ბ) ისტორიის   კლუბი შეხვედრას მართავს კვირაში ერთჯერ წევრებთან შეთანხმების საფუძველზე
გ) კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.





ისტორიის კლუბი ბაგრატიონი

სამოქმედო გეგმა

პირველი სემესტრი 2023-2024 სასწავლო წლები

 

 

1.    როგორ გაყო ,,ცივმა ომმა“ მსოფლიო ორ დაპირისპირებულ ბანაკად?

2.    როგორი იყო საბჭოთა  სისტემა მე-20 საუკუნის 50-70 -იან წლებში და როგორ გაჩნდა დისიდენტური მოძრაობა საბჭოთა კავშირში?

3.    როგორ დაიშალა საბჭოთა კავშირი?









Комментариев нет:

Отправить комментарий