ჩატარებული გაკვეთილების ამსახველი მასალები


1. ინტეგრირებული გაკვეთილი პროექტის ფარგლებში ,,ქართული მარტო ენაა?"

2. სამოდელო ფგაკვეთილი,,,1832 წლის შეთქმულება და ქართველი რომანტიკოსები“


  მასწავლებელი
ეთერი გუბელაძე

საგანი
ისტორია

კლასი
I X

სამოდელო გაკვეთილი

გაკვეთილის
 ტიპი


ინტეგრირებული
ინტეგრირებული გაკვეთილის ძირითადი მახასიათებელი არის ის,  რომ იგი უზრუნველყოფდეს ინტეგრირებული საგნების შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას.

დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში

ინტეგრირებული
საგნები

ისტორია, ქართული ენა  და ლიტერატურა

თემა
,,1832 წლის შეთქმულება და ქართველი რომანტიკოსები“

დრო
45 წთ.

მოსწავლეთა
პროფილი
კლასში 21 მოსწავლეა/ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე  კლასში არ არის

გაკვეთილის

 მიზანი

·         მოსწავლე იმსჯელებს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე,რომელმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე;
·         მსჯელობისას გამოიყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ მონაცემებს და ა.შ.
·         მოისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ დაეთანხმება/არ დაეთანხმება, გაითვალისწინებს/არ გაითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.









ესგ
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
·         მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე;


ქართ. IX.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა.შ.
·         ისმენს სხვების მოსაზრებებს მის მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით და ეთანხმება/არ ეთანხმება, ითვალისწინებს/არ ითვალისწინებს მათ სათანადო არგუმენტაციითა და ეთიკის ნორმების დაცვით.

წინარე ცოდნა და უნარ–ჩვევები


ა. სხვადასხვა ტიპის წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვების;
ბ. კვლევის დამოუკიდებლად  და ჯგუფურად წარმართვის;
გ. პრეზენტაციის
დ. დისკუსიის
ე.წყაროებზე მუშაობის

შეფასება და თვითშეფასება

განმავითარებელი, განმსაზღვრელი,თვითშეფასება
·         ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების რუბრიკა
·         პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
·         დისკუსიის შეფასების რუბრიკა

სასწავლო მასალა და რესურსები


1. მოსწავლის სახელმძღვანელო ,,ისტორია“;   I Xკლასი
- ავტორი :    ნოდარ ასათიანი, მარიამ ლორთქიფანიძე, ფარნაოზ ლომაშვილი, როინ მეტრეველი, გიორგი ოთხმეზური
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2.საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი IV
გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი,1973
3. ქსე  ტომი I , გვ.  215
          სპეციალური სამეცნიერო რედაქცია
               თბილისი, 1975
4. ქსე  ტომი X გვ. 232
          სპეციალური სამეცნიერო რედაქცია
                   თბილისი, 1986
5.მაგნიტურიდაფა,პროექტორი,ვიდეოფირი,ფლიფჩარტი  მარკერები,ვიდეო მასალა





I ფაზა– გამოწვევა

მისალმება - მოსწავლეების მოტივირება/განწყობის შექმნა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.   1წთ

მეთოდი: ვიზუალიზაცია–ვერბალიზაცია 2 წთ.
აქტივობა :მასწავლებელი სვამს კითხვას : რა ვითარებაა ქართლ-კახეთში 1801 -1832   წ.წ.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ფოტო–მასალებს წინარე ცოდნის უკეთ აღქმისათვის და კლასთან ერთად ავსებს ასოციაციურ რუკას.

მიზანი :მოსწავლეები შეძლებენ დაბალი სააზროვნო უნარების გააქტიურებას

 















I ფაზა - სიღრმისეული წვდომა

ჯგუფური მუშაობა :  10 წთ.

მიზანი :
სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირებისათვის მასწავლებელი იყენებს თანამშრომლობოთ სწავლებას (ჯგუფური მუშაობა)

მასწავლებლის ინსტრუქცია :  1წთ.
კლასი დაიყოფა ოთხ ჯგუფად; თითოეულ ჯგუფს მასწავლებლის მიერ ეძლევა სამუშაო  დავალება. ჯგუფის წევრებს დაურიგდებათ დამატებითი ლიტერატურა
( სტატიები ჟურნალ –გაზეთებიდან, ინტერნეტიდან, რომანტიკოსთა ლექსები...)
ჯგუფი N 1

 ,, შეთქმულთა სამზადისი “
მიზანი : მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას შეთქმულთა შორის იდეურ განსხვავებაზე, მათი პროგრამების რეალობაზე წარსულ მოვლენებთან კავშირში.
აქტივობის აღწერა :
მოსწავლეები დაახასიათებენ დეკაბრისტთა მოძრაობას, დაასახელებენ ქართველ დეკაბრისტებს, აღნიშნავენ დეკაბრისტთა, საფრანგეთის 1830 წლის და პოლონეთის 1830–31 წლების რევოლუციების გავლენას, ისაუბრებენ ქართველ თავად–აზნაურობაში დაჯგუფებების  და სოლომონ დოდაშვილის და მისი მომხრეების  ღვაწლის შესახებ.
ჯგუფი N 2

თემა :,,შეთქმულების გაცემა“
მიზანი:   მოსწავლეები გაანალიზებენ შეთქმულების მთავარ მოვლენებს–  მარცხის მიზეზებს და შედეგებს.
აქტივობის აღწერა :
მოსწავლეები დაახასიათებენ ოქროპირ და დიმიტრი ბატონიშვილების როლს, განიხილავენ მათ გეგმებს, ისაუბრებენ შეთქმულთა ძალების დასუსტებისა დამარცხის მიზეზებზე,ასევე შეფასებენ შეთქმულებას.

აქტივობა :
წყარო, როგორც ისტორიული აზროვნებისა და კვლევის უნარების განვითარების  საწინდარი
აქტივობის აღწერა:
კითხვები წყაროზე მუშაობისათვის :
რა სახის წყაროა  მოცემული?
ირველადია წყარო თუ მეორეული?
რა მიმართებაში არის ავტორი  წყაროში აღწერილ მოვლენებთან?
რამდენად სანდოა  წყაროში მოტანილი ინფორმაცია?
თუ არის განსხვავებული ინფორმაცია წყაროში?

წყარო 1
ალექსანდრე ორბელიანის საგამოძიებო ჩვენებიდან შეთქმულთა ( თამარ ბატონიშვილის წინადადებით ) ევროპის ქვეყნებთან დაკავშირების გეგმის შესახებ :
,,… მე ჩემი ცოლ-შვილით, ელისბარ და გიორგი დავითის ძე ერისთავები და ჩემი ძმა ვახტანგი... უნდა წავსულიყავით იერუსალიმის სახელზე, ხელმწიფე იმპერატორის ნებით... ოსმალოს სამძღვარში... ჩვენთაგანი ერთ-ერთი რომელიმე ალექსანდრე ბატონიშვილთან უნდა წასულიყო, ის ჩვენთან მოეყვანა და... სწორედ იერუსალიმის უნდა წავსულიყავით, იქ ქრისტეს საფლავისთვის თაყვანი უნდა გვეცა და იქიდან ფრანციას, და პარიზში უნდა მივსულიოყავით. იქიდან გვსურდა და განზრახვა გვქონდა, რომ ანდრიაში გაგვეგზავნა ვინმე და ჩვენი მისვლა პარიზში გვეცნობებინა. შემდეგ, ჯერ პარიზში უნდოდათ გვეჩივლა რომ უსამართლოდ არის წართმეული სამეფო ტახტი საქართველოს ბაგრატრიონთაგან. შემდეგ ანგლიაში უნდა გადავსულიყავით და იქაც ასე უნდა გვეჩივლა, მასკვან ავსტრიაში უნდა გადმოვსულიყავით და იქაც აგრეთვე უნდა გვეჩივლა და ყველგან შემწეობა უნდა გვეთხოვა, რომ თავიანთი მამული ისევ დაჰბრუნებოდათ, ესე იგი საქართველო გაენთავისუფლებინათ რუსებიდგან.“
წყარო N 2


ნოვგოროდში გადასახლებული  გრიგოლ ორბელიანის დღიურიდან :
,,ფიქრმან ნოვგოროდისათვის არ დამაძინა დიდხანს. გუნებაში წარმომიდგა რესპუბლიკური უწინდელი ამათი მმართველობა, სიმდიდრე, ვაჭრობა და მხნეობა ამის მოქალაქეთა. ვეჩეს ( სახალხო კრების) ზარი (ანუ ბუკი), რომლითაც შეიკრიბებოდა ხალხი მძიმის საქმის გადასაწყვეტად... ვიდრე იყო რესპუბლიკა, ნოვგოროდი ყვავილოვნობდა ვაჭრობითა, მხნეობით, სიმდიდრითა.“



ჯგუფი N 3
თემა : ,, ქართველი რომანტიკოსები  და 1832 წლის შეთქმულება“
საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება ჯგუფის წევრების მიერ და დავალების წარმოდგენა
მიზანი : მოსწავლეები შეაფასებენ ქართველი რომანტიკოსების როლს ეროვნულ მოძრაობაში
აქტივობის აღწერა :
მოსწავლეები ისაუბრებენ ქართველ რომანტიკოსებზე, გაანალიზებენ ალ.ჭავჭავვაძის პატრიოტულ თემაზე მიძღვნილ ზოგიერთ   ნაწარმოებს, წარმოადგენენ ჯგუფის წევრების მიერ დამზადებულ საინფორმაციო ბუკლეტს. 



ჯგუფი N 4
გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,იარალის“ როგორც წყარო
მიზანი :
მოსწავლეები აჩვენებენ,  იმ განწყობას, რასაც პოეტი განიცდიდა ლექსის შექმნის პერიოდში.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები  გაანალიზებენ ლექსს ,,იარალის“, ყურადღებას გაამახვილებენ გრიგოლ ორბელიანის საბრალდებო დასკვნაზე,სადაც წინ არის წამოწეული ლექსის პოლიტიკური მხარე.
კითხვები წყაროზე მუშაობისათვის :

ვის მიუძღვნა ლექსი ,,იარალის“ გრიგოლ ორბელიანმა?
რატომ იყო შეთქმულთათვის ,,იარალის“ სამაგიდო წიგნი?
რატომ უჩივის პოეტი საკუთარ ბედს?
რა მიმართებაშია პოეტი ლექსთან?

პრეზენტაცია:  12 წთ.


გაკვეთილის შეჯამება   10- 12 წთ.
დისკუსია :

·         როგორია  დღეს საქართველო –რუსეთის ურთიერთობა?
·         როგორ შეიძლება დღეს კეთილმეზობლური ურთიერთობა დამყარდეს საქართველო– რუსეთს შორის?
·         რა როლი  შეასრულა ქართულმა მწერლობამ 1832 წლის შეთქმულებაში?
·         აქტიურად მოქმედებს  დღეს ქვეყნის  ინტელიგენცია პრობლემის გადასაჭრელად?

გაკვეთილის შეფასება:  2წთ.

განმავითარებელი, განმსაზღვრელი
(მოსწავლეთა თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, მასწავლებლის შეფასება)


საშინაო დავალება:   1წთ.
თემა  –– ,,1832 წლის შეთქმულთა გამარჯვების შემთხვევაში როგორი მომავალი ექნებოდა საქართველოს“?






პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
2
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
1
იცავს დროის ლიმიტს
1
1


დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
2
აკეთებს დასკვნებს
2
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით,
ხმით
2
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად
პასუხობს განსხვავებულ აზრს
2
2


ჯგუფური მუშაობის შეფასების ცხრილი


მოსწავლის სახელი და
გვარი

1.
2.
3.
2.
3.
4.
5.
6.
ჯგუფის ყველა წევრს შეაქვს თავისი წვლილი დავალების შესრულებაში








უსმენენ ერთმანეთს, იცავენ რიგითობას








უცვლიან ერთმანეთს იდეებს და ინფორმაციას








ჯგუფის წევრები მხოლოდ საკითხის ირგვლივ მუშაობენ








ჯგუფის წევრები კარგად თანამშრომლობენ








პრეზენტაციისას წარმოაჩენენ ნამუშევრის მთავარ იდეებს








ართმევენ თავს კრიტიკულ შეკითხვებს








პრეზენტაციისას იცავენ დროის ლიმიტს








საჭიროების შემთხვევაში ქმნიან და იყენებენ ისტორიულ საშუალებებს








ჯგუფის წევრები საგნობრივადმართებულად ართმევენ თავს დავალებას








ჯამი
















































ადამიანი, დრო და სამოსი (სამოდელო გაკვეთილი)


მასწავლებელი
ეთერი გუბელაძე

საგანი
ჩვენი საქართველო

კლასი
VI

სამოდელო გაკვეთილი

გაკვეთილის ტიპი
პრიორიტეტული გამჭოლ კომპეტენციაზე ( სემიოტიკური კომპეტენცია) ორიენტირებული გაკვეთილი
აღნიშნული ტიპის გაკვეთილი ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას(გამჭოლი კომპეტენციები). მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ერთი რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანონ და გამოიყენონ.
მოსწავლემ უნდა შეიმეცნოს ადამიანის როლი დედამიწაზე ცხოვრებისათვის ახალი გარემოს შექმნისათვის.უნდა შეძლოს შემოქმედებითად მიდგომა საკითხისადმი, გააქტიუროს ცოდნა, მოახდინოს სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის ტრანსფერი.
შემაჯამებელი


თემა
ადამიანი, დრო და სამოსი

დრო
45 წთ.

მოსწავლეთა პროფილი
კლასში  26 მოსწავლიდან ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა.
  
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ჩაერთვება ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.მას თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში (სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის, მეტყველების განვითარების).

განსაკუთრებული მიდგომების  საჭიროების მქონე  მოსწავლის  გაკვეთილზე სამუშაო გეგმა :
 1. მუშაობს მეწყვილესთან ერთად
2. ეძლევა დავალება ტესტის შესავსებად
3. ეძლევა დავალება დასახატად


გაკვეთილის მიზანი


მიზანი:
·         მოსწავლე გამოიყენებს პოლიტიკურ რუკას და ამოიცნობს საქართველოს მხარეებსა და სამხარეო ცენტრებს;
·         მოსწავლეს შეძლებს გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი). 
·         მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის ეპოქებთან. ასახელებს მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს;




ესგ
საზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.
·         იყენებს პოლიტიკურ რუკას/ატლასს და ამოიცნობს საქართველოს მხარეებსა და სამხარეო ცენტრებს;
საზ. მეც.V-VI. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი). 
·         კითხულობს და იყენებს გრაფიკებსა და ცხრილებში მოცემულ ინფორმაციას
საზ. მეც.V-VI.5. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის ეპოქებთან. ასახელებს მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს;
·         ასახელებს საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც კონკრეტული თარიღი მიეკუთვნება



Комментариев нет:

Отправить комментарий